სიმონა ბაილზი სპორტული ტანვარჯიშის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი გახდა #1TVSPORT
ამერიკელი სიმონა ბაილზი მსოფლიოს 21-გზის ჩემპიონი გახდა სპორტულ ტანვარჯიშში.
პარასკევს ლეგენდარული ამერიკელი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ მრავალჭიდში გახდა ჩემპიონი.
ბაილზისთვის ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატზე 27-ე მედალი, მათ შორის 21 ოქროა. ერთი დღით ადრე ის აშშ-ის ნაკრებს გუნდურ პირველობაში ოქროს მედლის მოპოვებაში დაეხმარა. ეს ამერიკელებისთვის ზედიზედ მეშვიდე ოქროა ამ სახეობაში.
ახლა ბაილზს 34 მედალი აქვს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებზე, რითიც ის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია ქალებსა და მამაკაცებს შორის სპორტულ ტანვარჯიშში. მან გაუსწრო ბელარუს ვიტალი შჩერბოს (33 მედალი).