სპორტულ ტანვარჯიშში ამერიკელმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სრული შემადგენლობით გაშვება მოითხოვეს #1TVSPORT
სპორტულ ტანვარჯიშში ამერიკელმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სრული შემადგენლობით გაშვება მოითხოვეს #1TVSPORT

სპორტულ ტანვარჯიშში ოლიმპიურმა ჩემპიონებმა – სიმონა ბაილზმა, ელი რაისმანმა, მაკაილა მარონიმ და მეტი ნიკოლსმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს მიმართეს  მოთხოვნით – დაითხოვონ აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. მიზეზი ნაკრების ყოფილ ექიმთან ლარი ნასართან დაკავშირებული ცნობილი სკანდალია, – წერს ჟურნალი Wall Street Journal.

2018 წელს, ნასარს 175-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანი ტანმოვარჯიშეების შეცდენის გამო. მათ შორის იყვნენ ბაილზი, რაისმანი და მარონი.

სპორტსმენებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნებმა შეინარჩუნეს პოსტები გახმაურებელი სკანდალის მიუხედავად. მათ მიაჩნიათ, რომ ხელმძღვანელობა სერიოზულად არ იბრძოდა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ.

გასულ თვეში ტანმოვარჯიშეებმა ჩვენება მისცეს სენატის იურიდიულ კომიტეტს, რომელმაც უნდა გაარკვიოს – რა რეაგირება ჰქონდა ექიმის მხრიდან სექსუალური ზეწოლის საქმეზე გამოძიების ფედერალურ ბიუროს.