სიმონ ნოზაძე – ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია და მოწოდებულია, უმკურნალოს ყველას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოსახდენად
ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის განცხადებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ ყველა, ხელისუფლებაც და არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარულები არიან.
მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილს კანონი არ დაურღვევია. სიმონ ნოზაძე ამბობს, რომ ექიმებისთვის საზღვრები არ არსებობს, რაც უნდა გაითვალისწინონ.
„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ ყველა სოლიდარული ვართ, ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კაცობრიობის პროგრესულმა ნაწილმა ეს ყველაფერი გულთან მიიტანოს, ასეც ხდება.ქართული მხარის პოზიციაა, რომ ეს არავითარი კანონდარღვევა არ არის. მას არანაირი საზღვარი არ გადაუკვეთია. ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია და ის მოწოდებულია იმისთვის, რომ უმკურნალოს ყველას, რომელი ეროვნებისაც არ უნდა იყოს, ქართველი, აფხაზი ოსი თუ სხვა. ცხინვალმა ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს და კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს, რომ ახალ წელს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს. პოლიტიკოსებზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოსახდენად, მაგრამ ეს მოსკოვმაც გულთან უნდა მიიტანოს“ ,- განაცხადა ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ.