სიმონ ნოზაძე - კომპრომისისთვის ყველაფერს გავაკეთებ
სიმონ ნოზაძე - კომპრომისისთვის ყველაფერს გავაკეთებ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სიმონ ნოზაძის განცხადებით, დიალოგის დროს, ორივე მხარე – როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი პარტია კომპრომისზე უნდა წავიდეს.

„ზუსტად არ ვიცი დღის წესრიგი. დიალოგი იმას გულისხმობს, რომ ორივე მხარე კომპრომისზე წავიდეს. წინადადების არსი არ ვიცი. იქნება პროპორციულიც, დარჩენილი მანდატები გადანაწილდება მრავალმანდატიან ოლქებში. ამით აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ კომპრომისისთვის ყველაფერს გავაკეთებ. წინადადების არსი არ ვიცი, საერთო ენის გამონახვა კონსტიტუციის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც ამბობენ“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დისკუსიის დროს, საერთაშორისო პარტნიორებმა როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ გუნდს შესთავაზეს ინიციატივა, რომელიც მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებს ითვალისწინებს.