სიმონ მაისურაძე - ყრილობა არალეგიტიმურია, ასეთი გზით რაგბიში მოსვლა დაუშვებელია #1TVSPORT
სიმონ მაისურაძე - ყრილობა არალეგიტიმურია, ასეთი გზით რაგბიში მოსვლა დაუშვებელია #1TVSPORT

„ექსპო ჯორჯიაში“ რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს, რომელსაც ირაკლი აბუსერიძის მომხრეები არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, 2020 წელს კავშირის პრეზიდენტის არჩევის ყრილობა სამჯერ გადაიდო და 30 დეკემბერს ჩაატარა. ხმების უმრავლესობით ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. მაგრამ საჯარო რეესტრმა ის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა და მიზეზად ყრილობის მსვლელობაში არსებული ხარვეზები დაასახელა.

სიმონ მაისურაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე:

„გარედან მოლით მივაწექით, გვინდოდა, ყრილობა ჩაგვეშალა, მაგრამ ისინი მაინც შეიპანენ და ისე ატარებენ ყრილობას. დარბაზში არ გვიშვებენ. ყრილობა არალეგიტიმურია, რომელსაც არ ვაღიარებთ. ასეთი გზით რაგბიში მოსვლა დაუშვებელია.“