„სილქ როუდ ჯგუფი“ - დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან
გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით „სილქ როუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს.
„გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, გვსურს, განვაცხადოთ შემდეგი:
გიორგი რამიშვილი მ/წ 6 ივლისს დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლზე, ვინაიდან ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.
დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები“, – ნათქვამია განცხადებაში.
„სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიისა“ და სხვა კომპანიების დამფუძნებელი, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს. შსს-ს ცნობით, რამიშვილი მიმდინარე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში დააკავეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.