შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით არის დაკავებული

19:58, 06.07.2025

გიორგი რამიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სსკ-ის 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიისა“ და სხვა კომპანიების დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავება დღეს მოხდა.

მსგავსი