სიხარულიძის სადებიუტო გოლი ლატვიაში
სიხარულიძის სადებიუტო გოლი ლატვიაში

ირაკლი სიხარულიძემ თავის ახალ კლუბში, „რიგას ფს“-ში სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდს მოგებაში დაეხმარა.

ლატვიის ჩემპიონატის (ვირსლიგა) 22–ე ტურში „რიგასმა“ საკუთარ მოედანზე რიგის უნივერსიტეტის გუნდი, „მეტა“ დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ბექა ვაჩიბერაძემ და ლაშა შერგელაშვილმა „რიგასში“ შეუცვლელად ითამაშეს, ნიკა სანდოხაძე სათადარიგოებში იყო, ხოლო ირაკლი სიხარულიძე მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, სამ წუთში ლატვიაში სადებიუტო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

ამ მოგებით „რიგას ფს“-მა 46 ქულა დააგროვა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ „რიგას“, მაგრამ მასზე ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა და სხვაობის შემცირების რეალური შანსი გაააჩნია.