სიკეთე გადამდებია – „კოლხეთი 1913″-ის საქველმოქმედო აქცია

08:47, 01.04.2020
კორონავირუსის დროს, ადამიანების თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ამ მიზნით, ფოთის „კოლხეთი 1913-მა“ საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.
„კლუბმა ერთჯერადი სასურსათო დახმარება გაუწია გუნდის სტაჟიან გულშემატკივრებს, ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებს რომელთაც ზემოთაღნიშნული დახმარებები გუნდის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ფეხბურთელებმა სახლებში მიართვეს“ – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.
კორონავირუსის გამო, ისევე როგორც ყველა ქართული კლუბში, ფოთის „კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელებიც გაჩერებულები არიან და ჩემპიონატის განახლებას ელიან.

მსგავსი