„სიენენი“ – მსოფლიოში კორონავირუსისგან უკვე 330 000 ადამიანი განიკურნა

14:15, 09.04.2020

მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 330 000 ადამიანი განიკურნა. ინფორმაციას „სიენენი“ (CNN) ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობით ჩინეთი ლიდერობს, სადაც „კოვიდ-19“-ისგან 77 000 ადამიანი განიკურნა.

ჩინეთის შემდეგ ესპანეთი მოდის, სადაც ვირუსისგან 48 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გერმანიაში ვირუსი 46 000 ადამიანმა დაამარცხა, ირანში კი 29 000-მა.

მსგავსი