გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს.
„ის, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ მემარცხენე ექსტრემისტები და მიგრანტები ერთიანდებიან ქუჩებში, რათა ერთად აწარმოონ ბრძოლა დემოკრატიული სისტემების წინააღმდეგ, მას ვითარება არ ესმის“, – განაცხადა დობრინდტმა.
მისივე თქმით, „ის ვინც ქუჩებს ბრძოლის ველად აქცევს, თავს ესხმის პოლიციელებს და ცეცხლს უკიდებს მერიებს, ის არ აპროტესტებს უკეთესი განათლებისთვის.
„ის შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებს ჩვენი თავისუფალი საზოგადოებისა და ცხოვრების წესის წინააღმდეგ“.