„სიენენი“ - მაიკ პენსმა დონალდ ტრამპს ინფორმაცია მიაწოდა, რომ არჩევნების შედეგების შეცვლა არ შეუძლია
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინფორმაცია მიაწოდა, რომ მას არ შეუძლია არჩევნების შედეგების შეცვლა. ინფორმაციას „სიენენი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ვიცე-პრეზიდენტს თაღლითურად არჩეული კოლეგიის წევრების აცილების უფლება აქვს.
არჩევნების შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 6 იანვარს ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც 20 იანვარს ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაა დაგეგმილი.