„სიენენი“ – მაიკ პენსმა დონალდ ტრამპს ინფორმაცია მიაწოდა, რომ არჩევნების შედეგების შეცვლა არ შეუძლია

10:08, 06.01.2021

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინფორმაცია მიაწოდა, რომ მას არ შეუძლია არჩევნების შედეგების შეცვლა. ინფორმაციას „სიენენი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ვიცე-პრეზიდენტს თაღლითურად არჩეული კოლეგიის წევრების აცილების უფლება აქვს.

არჩევნების შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 6 იანვარს ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც 20 იანვარს ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაა დაგეგმილი.

მსგავსი