„სიენენი“ – გასული ღამის განმავლობაში ნიუ იორკში, აქციაზე 340 ადამიანი დააკავეს

17:32, 31.05.2020
Police scuffle with protesters in the Brooklyn borough of New York, Saturday, May 30, 2020. Demonstrators took to the streets of New York City to protest the death of George Floyd, a black man who was killed in police custody in Minneapolis on May 25. (AP Photo/Seth Wenig)

გასული ღამის განმავლობაში ნიუ იორკში 340 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „სიენენი“ ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სიენენის“ ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების შედეგად 33 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ღამის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების დროს პოლიციის 48 ავტომობილი დაზიანდა.

აქციის მონაწილეები, 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი