„სიენენი“ - დონეცკისა და ხარკოვის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა
დონეცკისა და ხარკოვის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ დონეცკის რეგიონულ სამხედრო ხელმძღვანელზე, პავლო კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დონეცკისა და ხარკოვის ოლქებს შორის უკრაინის დროშა აღიმართა. მადლობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, კიევი-ხარკოვი-დოვჟანსკის გზა ოკუპანტებისგან თავისუფალია, მაგრამ უკიდურესად საშიშია, რადგან გზის ეს მონაკვეთი სავსეა ჯართით“, – აცხადებს კირილენკო.