„სიენენი" - აშშ-ში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად 21 ადამიანი დაშავდა
„სიენენი" - აშშ-ში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში თვითმფრინავის „ბოინგ 737“-ის ავარიულად დაშვების შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.

როგორც ცნობილია, ყველა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია; მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.

პარასკევს, ღამის საათებში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილთან „ბოინგ 737″ მიწაზე დაშვების შემდეგ მოცურდა და მდინარე სენტ-ჯონსში ჩავარდა. ინციდენტის დროს ბორტზე 143 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის შვიდი წევრი და 136 მგზავრი.

ამერიკული მედიის ცნობით, საფრენი აპარატი ამერიკის შეერთებულ შტატებში გუანტანამოდან ჩაფრინდა.

თვითმფრინავს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახები გადაჰყავდა.

ჯექსონვილის მერმა, თვითმფრინავის ავარიულად დაშვება დაუჯერებელ ფაქტად შეაფასა. ლენი კერის განმარტებით, ინციდენტის დროს ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება ბოინგის პილოტების პროფესიონალიზმის წყალობით მოხერხდა.

დატოვე კომენტარი