აშშ-ში, ჯექსონვილთან თვითმფრინავი „ბოინგ 737“ დასაფრენი ზოლიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა
აშშ-ში, ჯექსონვილთან თვითმფრინავი „ბოინგ 737“ დასაფრენი ზოლიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა

აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ ჯექსონვილთან თვითმფრინავი „ბოინგ 737“ მიწაზე დაშვების შემდეგ დასაფრენი ზოლიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. მედიის ცნობით, თვითმფრინავში 136 ადამიანი იმყოფებოდა.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ისინი ჰოსპიტალიზებული არიან.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავით ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები მგზავრობდნენ და აშშ-ში კუბიდან, გუანტანამოდან ჩაფრინდნენ.

შემთხვევის შესახებ „ტვიტერში“ დაწერა ჯექსონვილის მერმა, ლენი კარიმ და აღნიშნა, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ, რათა საავიაციო საწვავი მდინარეში არ ჩაიღვაროს.