სიდნეის რაიონში, სადაც მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა, ქალის ცხედარი აღმოაჩინეს
სიდნეის რაიონში, სადაც მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა, ქალის ცხედარი აღმოაჩინეს

სიდნეის იმ რაიონში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი გამვლელებს დანით თავს დაესხა, ერთ-ერთ შენობაში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრალიური მედია ავრცელებს.

ცხედარი პოლიციის ოფიცრებმა თავდასხმის შემდეგ, მიმდებარე შენობების შემოწმების დროს აღმოაჩინეს.

ჯერჯერობით დაუდგენელია, არის თუ არა კავშირი ქალის გარდაცვალებასა და ცოტა ხნის წინ მომხდარ თავდასხმას შორის.

სიდნეის ცენტრი ამ დრომდე გადაკეტილია სამართალდამცველების მიერ. შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობა.

თავდასხმა სიდნეის ცენტრში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე დღეს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა და ერთი ქალი დაჭრა. თავდამსხმელი თვითმხილველებმა დააკავეს. როგორც პოლიციაში აცხადებენ, დაკავებულ მამაკაცს მენტალური პრობლემები აქვს.