სიდნეიში შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა და ცივი იარაღით ქალი დაჭრა [ვიდეო]

10:55, 13.08.2019

სიდნეის ცენტრალურ ნაწილში შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა და ერთი ქალი დანით დაჭრა.

ის თვითმხილველებმა დააკავეს.

დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თავდამსხმელის ქმედების მოტივი ჯერ დაუდგენელია.

თავდამსხმელის თვითმხილველების მიერ დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

მსგავსი