სი ძინპინი - ჩინეთს სურს კავშირი არაბულ ქვეყნებთან, რაც იქნება მსოფლიო მშვიდობის მოდელი
ჩინეთს სურს კავშირი არაბულ ქვეყნებთან, რაც იქნება მსოფლიო მშვიდობის მოდელი, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა.
ძინპინის თქმით, ჩინეთი მზად არის, იმუშაოს არაბულ ქვეყნებთან, რათა გადაჭრას მწვავე საკითხები სამართლიანობის, გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.
„ომი არ შეიძლება, გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით. არ შეიძლება, რომ სამართლიანობა მუდმივად არ დგებოდეს და „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა“, არ შეიძლება, თვითნებურად შეფერხდეს“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი 2026 წელს ჩინეთისა და არაბული სახელმწიფოების მეორე სამიტს უმასპინძლებს.