შვეიცარიის პროკურატურა იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს დახურავს
შვეიცარიის პროკურატურა იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს დახურავს

შვეიცარიაში აპირებენ დახურონ ორიდან ერთი საქმე ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ყოფილი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ.

კერძოდ, პროკურატურას განზრახული აქვს შეწყვიტოს საქმე უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. ბლატერი ეჭვმიტანილია იმაში, რომ 2005 წელს კარიბის საფეხბურთო საბჭოსთან ხელი მოაწერა კონტრაქტს 2010 და 2014 წლების ჩემპიონატების ტრანსლიაციებზე უფლებების გაყიდვის შესახებ. ამ დროს, პრეზიდეტი ფიფა-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.

სისხლის სამართლის მეორე საქმე ბლატერის წინააღმდეგ ძალაში რჩება. ის ბრალდებულია 2011 წელს ფიფა-ს ბიუჯეტიდან 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის უკანანო გადარიცხვაში უეფა-ს მაშინდელი პრეზიდენტის მიშელ პლატინის ანგარიშზე.

2015 წელს, ფიფა-ს ეთიკის კომისიის საარბიტრაჟო პალატამ რვა წლით ჩამოაშორა ბლატერი საფეხბურთო მოღვაწეობას. 2016 წლის თებერვალში, ფიფა-ს სააპელაციო კომიტეტმა ეს ვადა ექვს წლამდე შეამცირა.