შვეიცარიელი სპრინტერი რასიზმისთვის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნეს

18:03, 02.08.2018
PARIS, FRANCE - MARCH 05:  Dwain Chambers of Great Britain and Northern Ireland competes with Pascal Mancini of Switzerland in the Men's 60m semi final during day 2 of the 31st European Athletics Indoor Championships at the Palais Omnisports de Paris-Bercy on March 5, 2011 in Paris, France.  (Photo by Stu Forster/Getty Images)

შვეიცარიელი სპრინტერი პასკალ მანჩინი არ გამოვა მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 6 აგვისტოს ბერლინში იწყება. მიზეზი “ფეისბუქის” გვერდზე სპორტმენის რასისტული განცხადებებია.

„მანჩინიმ ცოტა ხნის წინ, „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მეტად საკამათო პოსტები, რაც არღვევს ქცევის კოდექსსა და იმ ხელშეკრულებას, რომელიც სპორტსმენებსა და საერთაშორისო ფედერაციას შორის არის გაფორმებული. მანჩინი ვალდებულია თავი შეიკავოს დისკრიმინაციული ან რასისტული ხასიათის პუბლიკაციებისგან“, – აღნიშნულია შვეიცარიის მძლეოსნობის ფედერაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მანჩინი შეყვანილი იყო ევროპის ჩემპიონატზე შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობაში. 29 წლის სპორტსმენს უნდა ეასპარეზა 100 მეტრზე სპრინტსა და 4×100 მეტრზე ესტაფეტაში.
2012 წელს, მანჩინიმ დოპინგ-ტესტი ჩააგდო და ორი წლით იყო დისკვალიფიცირებული. წელს, 100 მეტრზე მის საუკეთესო შედეგია – 10.43 წამი.

მსგავსი