ხელბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ავსტრიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურის მატჩში თბილისში ავსტრიის ნაკრებთან გამართა და 23:35 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები ამ მატჩს დანაკლისით შეხვდა, სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდს წამყვანი ხელბურთელები, ირაკლი კბილაშვილი, გიორგი დიხამინჯია, ნიკოლოზ კალანდაძე და მეკარე ზურაბ ცინცაძე ვერ ეხმარებოდნენ.
ავსტრიელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და თამაშის სადავეები მატჩის ბოლომდე აღარ გაუშვიათ ხელიდან. ქართველთაგან კი საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 12 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
დავით ნიქაბაძე (მეკარე, 4 მოგერიება), დავით ნიქაბაძე (მეკარე, 5 მოგერიება), გიორგი ცხივრებაძე (12 გოლი), ხაზეინ რუსტამოვი (2), გიორგი არეშიძე (2), ერეკლე არსენაშვილი (2), ნიკოლოზ მამულაშვილი (2), გიორგი ლაპიაშვილი (1), ირაკლი გოგოლაძე (1), გიგი მელიავა (1), ვახტანგ ხელისუფალი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, ზურაბ გიგავა, დავით გრიშიკაშვილი, გუგა უთმელიძე, გიორგი კაპანაძე.
ცნობისათვის, ევრო 2028-ის საგზურისთვის კონტინენტის 32 ნაკრები იბრძვის, ფინალურ ეტაპზე კი 24 საუკეთესო ითამაშებს. ოთხი საგზურის მფლობელი უკვე ცნობილია — ევროპის მოქმედი ჩემპიონი დანია და ტურნირის თანამასპინძლები — ესპანეთი, პორტუგალია და შვეიცარია.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:
11 მარტი, 2027 | თურქეთი – საქართველო;
14 მარტი, 2027 | საქართველო – თურქეთი;
6 მაისი, 2027 | საქართველო – ნორვეგია;
9 მაისი, 2027, 20:00 | ავსტრია – საქართველო.