შვეიცარია - საქართველო - ფრე პირველი ტაიმის შემდეგ
შვეიცარია - საქართველო - ფრე პირველი ტაიმის შემდეგ

შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრები საქართველოს მასპინძლობს – ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის „დ“ ჯგუფის ეს შეხვედრა სენტ-გალენში მიმდინარეობს, რომლის პირველი ტაიმიც 0:0 დასრულდა.

შვეიცარიის ნაკრები დასაწყისშივე უპირატესობას დაეუფლა და რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს, მაგრამ მეკარე გიორგი ლორია საიმედოდ თამაშობდა.

საქართველოს ნაკრებმა კი პირველი რეალური მომენტი მე-19 წუთზე შექმნა, როდესაც ლევან შენგელიას გადაცემის შემდეგ გიორგი ქვილითაიამ დაარტყა და მასპინძლები ძელმა იხსნა.

24-ე წუთზე გიორგი ლორიამ საქართველო მასპინძლების ორი უმწვავესი დარტყმის შემდეგ აშკარა გოლისგან იხსნა – ჯერ გრანიტ ჯაკამ დაარტყა, მერე კი ალბიან აიეტმა, საბოლოოდ კი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.