შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შეშფოთებას გამოვთქვამ ვაშინგტონის მოვლენების გამო, დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივისცემით უნდა მოეკიდო
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შეშფოთებას გამოვთქვამ ვაშინგტონის მოვლენების გამო, დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივისცემით უნდა მოეკიდო

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გამო. გამოვდივარ მოწოდებით წესრიგთან მშვიდობიანი დაბრუნებისა და დემოკრატიის პატივისცემისკენ. დემოკრატიული არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც კონსტიტუციურ პრინციპებს, პატივისცემით უნდა მოეკიდო“,- წერს ლინდე „ტვიტერის“ გვერდზე.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა.

ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.