შვედეთის პრემიერი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრობაზე გადაწყვეტილებას სერიოზული ანალიზისა და ქვეყნის ინტერესების განხილვის შედეგად მიიღებენ
შვედეთის პრემიერი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრობაზე გადაწყვეტილებას სერიოზული ანალიზისა და ქვეყნის ინტერესების განხილვის შედეგად მიიღებენ

შვედეთი ნატო-ს შესაძლო წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვითარების სერიოზული ანალიზისა და ქვეყნის ინტერესების განხილვის შედეგად მიიღებს. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა ფინელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ანდერსონის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უსაფრთხოების ლანდშაფტი სრულიად შეიცვალა.

„არსებულ ვითარებაში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ თუ რა იქნება უკეთესი შვედეთისთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის“, – აღნიშნავს ანდერსონი.

ანდერსონი მიიჩნევს, რომ „საჭიროა ახალი ვითარების გაანალიზება, ძალიან სერიოზულად, შედეგებზე დაფიქრება, ყველა პოტენციური გზის ძლიერი და სუსტი მხარეების განხილვა“.