შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხი შვედეთისთვის ამ ეტაპზე აქტუალური არ არის
შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხი შვედეთისთვის ამ ეტაპზე აქტუალური არ არის

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი აცხადებს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხი შვედეთისთვის ამ ეტაპზე აქტუალური არ არის.

შვედეთის პრემიერმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „დასავლეთის ქვეყნებს შორის ახლა არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული“.

„რომელიმე ქვეყანას თუ სურს სამხედროების გაგზავნა მსოფლიოს მეორე ნაწილში, ეს გავლენას არ ახდენს ნატო-ზე“, – განაცხადა პრემიერმა, რომლის ქვეყანაც მალე ალიანსის წევრი გახდება.

ამასთან, როგორც ულფ კრისტერსონმა აღნიშნა, „ფრანგული ტრადიცია შვედური ტრადიცია არ არის“.