შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრებს გაუმართლა, მაგრამ მოგება დაიმსახურა #1TVSPORT
იანე ანდერსონი პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებთან მარცხის (2:0) შემდეგ გამართა, იმედგაცრუებული გამოცხადდა. შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა.
იანე ანდერსონი, შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: პირველ ტაიმში 2-3 ძალიან რეალური მომენტი შევქმენით და კარგად ვითამაშეთ. მაგრამ მოხდა ის, რაც ფეხბურთის წესია – ვერ გაიტან, გაგიტანენ და სამწუხაროდ, დღეს ასეც მოხდა.
საქართველოს ნაკრებმა თავისი მომენტები კარგად გამოიყენა, რაც ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოახერხა. მაგრამ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ, ჩვენმა მეტოქემ ეს დაიმსახურა.
რას ვიტყვი საქართველოს ნაკრებზე? ახლა მხოლოდ ჩვენ ნაკრებზე ვფიქრობ. მაგრამ მეტოქეზე მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც ვთქვი – ესაა კარგი გუნდი, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.
საქართველოს ნაკრებს გოლების დროს გაუმართლა, მაგრამ ამის თქმით მასპინძლების გამარჯვებას არ ვაკნინებ და მოგებას ვულოცავ. ახლა მხოლოდ ესპანეთთან გასამართ მატჩზე უნდა ვიფიქროთ და იმედი ვიქონიოთ, რომ სევილიაში უკეთ ვითამაშებთ.