შვედეთის ელჩი - მოუთმენლად ველოდები დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში მონაწილეობას
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს „ტვიტერში“ საქართველოსა და სომხეთში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი ეხმიანება.
„ერთი წლის წინ, საქართველოში ჩამოსვლამდე გამოვაქვეყნე პირველი „ტვიტი“ განსაკუთრებულ შემთხვევასთან – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით. წელს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში მივიღებ მონაწილეობას. მოუთმენლად ველოდები“, – წერს შვედი დიპლომატი.