შვაინშტაიგერმა გვარდიოლას გერმანული ფეხბურთის შეცდომა უწოდა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა აზრი გამოთქვა „ბაიერნში“ ხოსეპ გვარდიოლასთან მუშაობის პერიოდზე.
„როცა გვარდიოლა „ბაიერნში“ მოვიდა, მას დაუჯერებელი საფეხბურთო სტილი ჰქონდა. მისი იდეები ბრწყინვალე იყო. მაგრამ მოხდა ის, რომ ბევრმა სხვა კლუბმა და გერმანიის ნაკრებმაც კი იმავეს გაკეთება სცადა. ჩვენ სრულიად დავივიწყეთ საკუთარი დნმ, ძალიან ვენდეთ პეპის სტილს და მე ვიტყოდი, რომ ეს იყო გერმანული ფეხბურთის შეცდომა.
ყოველთვის ვამბობდი, რომ გვარდიოლა „ბარსელონაზე“ ოსტატდებოდა და მას იქ 11 მსახიობი ჰყავდა მინდორზე. ის თავის ფილმს აკეთებდა. მაგრამ მან იმავე ფილმის გაკეთება მოისურვა „ბაიერნშიც“ და „მანჩესტერ სიტიში“. ხოლო როცა მსახიობები იცვლებიან, მსგავსი რამის გაკეთება რთულია“, – მოჰყავს შვაინშტაიგერის სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.