ქობულეთის „შუქურამ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა. ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „შუქურას“ მეტოქე რუსეთის პირველი ლიგის „ჩერტანოვო“ იყო.
მეტოქე „შუქურას“ ახალგაზრდული შემადგენლობით დაუპირისპირდა – მათ შორის ყველაზე უფროსი 20 წლის მოთამაშე იყო. პირველ ნახევარში ინიციატივას ქობულეთელები ფლობდნენ. მათ რიგებში გიორგი ჩელებაძე (რევაზ ჩელებაძის ვაჟი) გამოირჩეოდა, მაგრამ 28 წლის შემტევმა ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა – პენალტი ძალიან ეფექტურად კი შეასრულა, მაგრამ მეკარემ ბოლო მომენტში ბურთს ფეხი წაარტყა.
შესვენების შემდეგ „ჩერტანოვომ“ უფრო აქტიურად დაიწყო და გოლიც გატანაც შეეძლო, მაგრამ ამჯერად პენალტი მაქსიმ საველიევმა ვერ გამოიყენა – მეკარე ლუკა შეროზიამ ბურთი დაამიწა.
ქობულეთელებმა სამი გოლის გატანა მოახერხეს. ბრაზილიელმა ჯეფინიომ ანგარიში მას შემდეგ გახსნა, როდესაც მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა. ტანმაღალმა ლევან ინგოროყვამ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში ზუსტად გაუშვა, ხოლო საბოლოო ანგარიში ძალიან ეფექტური კომბინაციის შედეგად შალვა ექვთიმიშვილმა დააფიქსირა – 3:0 „შუქურას“ სასარგებლოდ.
„შუქურა” 3:0 „ჩერტანოვო“
ბელეკი, თურქეთი. საფეხბურთო სტადიონი „ფანატიკი“
გამოუყენებელი პენალტები: ჩელებაძე (18. მეკარე); საველიევი (77. მეკარე)
გაძევება: ტიუმენცევი (87)
გოლები: 1:0 გეფინიო (72), 2:0 ლევან ინგოროყვა (82), 3:0 შალვა ექვთიმიშვილი (84)
„შუქურა“: თებიძე – გაფრინდაშვილი, რეხვიაშვილი, კალანდია, კომახიძე – კაკაშვილი, ხმალაძე, ჯუნინიო – სარდალიშვილი, ჩელებაძე, მუსელიანი.
შეცვლაზე შევიდნენ: შეროზია, გოგიტიძე, ფარტენაძე, ჭანტურია, ექვთიმიშვილი, ინგოროყვა, მუჯირი, ჯეფინიო