„შუქურამ“ ლოგო შეცვალა - ქობულეთელებმა ზუგდიდის „დინამო“ დაამარცხეს
2021 წლის ეროვნულ ლიგას ქობულეთის „შუქურა“ განახლებული ლოგოთი შევხვდა. გუნდის ვებ-გვერდი უკვე ახალი ლოგოთი გაფორმდა.
განახლდა არა მხოლოდ ლოგო, არამედ, „შუქურას“ შემადგენლობა. გიორგი შაშიაშვილმა ბევრი ახალი მოთამაშე დაიმატა და მოსამზადებელ ეტაპზე მეორე საკონტროლო მატჩი ზუგდიდის „დინამოსთან“ გამართა. ანგარიში გუნდის ახალწვეულმა ზურაბ მუსელიანმა პენალტით გახსნა, მეორედ სტუმართა კარი მიშიკო სარდალიშვილმა აიღო და ქობულეთელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.
მეორე ნახევარში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს თავი – დავით მუჯირმა დუბლი გაიფორმა, მეოთხე ნიკა კვანტალიანმა გაიტანა, რომელიც პოლონეთიდან დაბრუნდა, საბოლოო ანგარიში კი შალვა ექვთიმიშვილმა დააფისირა – 6:0 „შუქურას“ სასარგებლოდ.
„შუქურა“: თებიძე, გაფრინდაშვილი, ჭანტურია, გოგიტიძე, კომახიძე, კაკაშვილი, ხმალაძე, ინგოროყვა, ჯეფერსონი, სარდალიშვილი, მუსელიანი.
შეცვლაზე: შეროზია, ფარტენაძე, კალანდია, გოგიტიძე, ნადირაძე, გურეშიძე, ექვთიმიშვილი, როხვაძე, ჩელებაძე, სარდალიშვილი (კვანტალიანი), მუჯირი.