„შუქურამ“ ლიდერობა შეინარჩუნა - „რუსთავმა“ ბოლო ადგილს თავი დააღწია #1TVSPORT
„შუქურამ“ ლიდერობა შეინარჩუნა - „რუსთავმა“ ბოლო ადგილს თავი დააღწია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-12 ტური გაიმართა. ბოლო სამ შეხვედრას რუსთავმა, თბილისმა და ქობულეთმა უმასპინძლა, შედეგმა ლიდერი და ბოლოადგილოსანი შეცვალა.

სპაერი – ვიტ ჯორჯია 3:1

„სპაერის სტადიონზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში „ვიტ ჯორჯიამ“ ირაკლი ზარიძის (15) გოლით გახსნა, მაგრამ „სპაერმა“ შეხვენებამდე წონასწორობა აღადგინა – გოლი ლევან პაპავამ (42) გაიტანა, ხოლო მატჩის მიწურულს ნიკოლოზ კენჭაძემ (81) და თემურ ცალუღელაშვილმა (86) მასპინძლებს 3 ქულა მოუტანეს.

რუსთავი – გარეჯი 2:0

სფფ-ს რუსთავის ტექნიკურ ცენტრში აუტსაიდერების მატჩი გაიმართა – „რუსთავმა“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მატჩის მთავარი გმირი მასპინძელთა სამხრეთაფრიკელი მცველი ბანტუ მზვაკალი გახდა, რომელმაც 72-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო რვა წუთში მისი გადაცემით გურამ ლუკავამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მე-80 წუთზე საგარეჯოელების ნახევარმცველი თორნიკე მოსიაშვილი გააძევეს და „გარეჯი“ წაგებას შეეგუა, რუსთავმა“ კი ბოლო ადგილს თავი დააღწია და საგარეჯოელები დააქვეითა.

შუქურა – სამტრედია 0:0

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გათამაშების ლიდერმა „სამტრედიას“ დამარცხება ვერ მოახერხა, მაგრამ რევაზ გოცირიძის გუნდს ამ ერთადერთმა ქულამ ლიდერობის შენარჩუნების საშუალება მისცა.

ეროვნული ლიგა 2

1.შუქურა 12 27

2. მერანი მრ 12 26

3.მერანი თბ 12 20

4. სპაერი 12 17

5. სამტრედია 12 16

6. დინამო ზგ 12 15

7.შევარდენი 12 13

8. ვიტ ჯორჯია 12 12

9. რუსთავი 12 11

10. გარეჯი 12 9

დატოვე კომენტარი