„შუქურამ“ ლიდერობა დაიბრუნა - მარტვილის „მერანს“ გასწრების შანსი აქვს #1TVSPORT
„შუქურამ“ ლიდერობა დაიბრუნა - მარტვილის „მერანს“ გასწრების შანსი აქვს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი წრის მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. მთავარი მოვლენა იყო ერთ-ერთი ლიდერის, ქობულეთის „შუქურას“ მოგება, რომელმაც წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

შუქურა-მერანი თბ. 3:0

ქობულეთის „შუქურამ“ წარმატებას მუსელიანის დუბლით (27, 55) და გურგენიძის ავტოგოლით (21) მიაღწია, 20 ქულა დააგროვა და ლიდერობა დაიბრუნა.

ვიტ ჯორჯია – რუსთავი 2:0

„ვიტ ჯორჯიამ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. „ვეტერინარებში“ თავი ძაგანიამ (26) და და გოგილაშვილმა (85) გამოიჩინეს.

სპაერი-გარეჯი 3:2

ტურის ყველაზე დაძაბული მატჩი „სპაერსა“ და საგარეჯოს „გარეჯს“ შორის გაიმართა. სტუმრებს ხარებაშვილის დუბლმა (24, 50) ვერ უშველა. მასპინძლებიდან დუბლი პაპავამ (4, 31) შეასრულა, ერთი გოლი ცალუღელაშვილის (38) ანგარიშზეა.

სამტრედია – შევარდენი 1:2

„სამტრედია“ „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ თბილისის „შევარდენმა“ ლეგიონერების, სოროკინის (37) და ლოზოვის (63) გოლებით დაამარცხა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი ღირდალაძემ (57) გაიტანა.

მე-9 ტურის ბოლო შეხვედრა 29 აპრილს განმუხურში გაიმართება, სადაც ზუგდიდის „დინამო“ მარტვილის „მერანს“ 16:00 საათიდან უმასპინძლებს.