„შუქურა“ კონკურენტებს 10 ქულით ასწრებს - „მერანმა“ ბოლო წუთებზე მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
„შუქურა“ კონკურენტებს 10 ქულით ასწრებს - „მერანმა“ ბოლო წუთებზე მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-19 ტური დასრულდა. მეორე სათამაშო დღე უხვგოლიანი აღმოჩნდა – სამ მატჩში 10 გოლი გავიდა.

სპაერი – სამტრედია 1:1

ზურაბ ღირდალაძის პასით პასი 48-ე წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა დათო კირკიტაძემ გახსნა. „სპაერმა“ წონასწორობა 83-ე წუთზე ლევან პაპავას გოლით აღადგინა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

შუქურა – გარეჯი 3:0

გათამაშების ლიდერმა „შუქურამ“ საგარეჯოს „გარეჯი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა. თავი გამოიჩინეს ლევან ინგოროყვამ (11წთ.), გიორგი ვეკუამ (27) და მიშიკო სარდალიშვილმა (84). ქობულეთელებმა პირველი ადგილი 10-ქულიანი უპირატესობით შეინარჩუნეს.

მერანი მრ. – რუსთავი 3:2

მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართული უხვგოლიანი მატჩი მარტვილის „მერანის“ გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში „რუსთავმა“ ჯუმბერ ხმელიძის გოლით მე-7 წუთზე გახსნა, მაგრამ მალე მარტვილელთა კაპიტანმა პაპუნა ფონიავამ პენალტით წონასწორობა აღადგინა. ორ წუთში „მერანი“ ზვიად სიხარულიამ დააწინაურა. სტუმრებმა იბრძოლეს და ტაიმის ბოლომდე პაატა კიტეიშვილმა (33) პენალტით ანგარიში მეორედ გაათანაბრა. გადამწყვეტი გოლი პაპუნა ფონიავამ ლამაზი დარტყმით 86-ე წუთზე გაიტანა და მარტვილელებს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა, რომელმაც გუნდი მეორე ადგილზე დააბრუნა.

 

ეროვნული ლიგა 2. სატურნირო ცხრილი

1. შუქურა 15 35

2. მერანი მრ 15 25

3. მერანი თბ 15 24

4. სპაერი 15 23

5. სამტრედია 15 21

6. გარეჯი 15 14

7. ჯორჯია 15 11

8. რუსთავი 15 10