მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში ლიდერობს #1TVSPORT
მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში ლიდერობს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე ლიდერობს საფრანგეთის ლიგა 2-ის არაოფიციალური ვებგვერდის, MaLigue2-ის მიერ დაწყებულ გამოკითხვაში, რომელშიც გულშემატკივრები მონაწილეობენ და იანვრის საუკეთესო მოთამაშე უნდა დაასახელონ.

ხმის მისაცემად მხოლოდ ერთი კითხვაა (ვინ არის იანვრის საუკეთესო მოთამაშე?), საქართველოს ნაკრების და „მეცის“ 22 წლის თავდამსხმელი საკმაოდ დიდი უპირატესობით ლიდერობს – მას ხმა გამოკითხულთა 35 პროცენტმა მისცა.

გიორგი მიქაუტაძე (მეცი) 35%

მოის საჰი დიონი (ანსი) 27.8%

კევინ ვან დენ კერკოფი (ბასტია) 19.1%

ვალიდ ელ-ჰაჯამი (ლე ჰავრი) 18.1%

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, სულ 22 შეხვედრაში კი 11 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირს, „ბორდოს“ თავდამსხმელს, ჯოშ მაიას გაუთანაბრდა.

ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვის შედეგები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.