„შუქურამ“ კონკურენტი გასვლაზე დაამარცხა - „გარეჯმა“ ბოლო ადგილს თავი დააღწია #1TVSPORT
„შუქურამ“ კონკურენტი გასვლაზე დაამარცხა - „გარეჯმა“ ბოლო ადგილს თავი დააღწია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-16 ტურის დარჩენილი 2 მატჩი გაიმართა. საგარეჯოში აუტსაიდერმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მარტვილში ლიდერების მატჩი შედგა.

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე აუტსაიდერმაგარეჯმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი მატჩის ბოლოს გავიდა. 87-ე წუთზე ანგარიში გიორგი ხარებაშვილმა გახსნა, 88-ე წუთზე მისი გადაცემით ნიკა კონიაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ხოლო „გარეჯმა“ ბოლო ადგილს თავი დააღწია.

მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ლიდერების შეხვედრა გაიმართა – მეორეადგილოსანმამერანმა“ ლიდერს, ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი მატჩი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

სტუმრები მე-4 წუთზე ზურაბ მუსელიანმა დააწინაურა. მარტვილელთა თავდამსხმელმა შეიკნე სილამ (39) ტაიმის ბოლოს ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ შესვენებამდე კახა კაკაშვილმა (42) ქობულეთელები ისევ დააწინაურა, ხოლო ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა (65) სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მალხაზ გაგოშიძის (84) გოლმა „მერანს“ თამაშის გადარჩენის შანსი დაუბრუნა, მაგრამ საბოლოოდ. „შუქურამ“ მაინც გაიმარჯვა (2:3) და კონკურენტთან უპირატესობა გაზარდა.

ეროვნული ლიგა 2

1. შუქურა 12 26

2. მერანი მრ 13 21

3. სპაერი 12 21

4. მერანი თბ 12 21

5. სამტრედია 13 17

6. გარეჯი 12 11

7. ვიტ ჯორჯია 13 10

8. რუსთავი 13 9

შენიშვნა: ზუგდიდის „დინამო“ და „შევარდენი 1906“ 13 ტურის შემდეგ მოხსნეს – მათი შედეგები ანულირებულია.