„შუქურამ“ ბოიკოტზე უარი თქვა და სტუმრად მოიგო - „მერანმა“ კონკურენტი დაამარცხა #1TVSPORT
„შუქურამ“ ბოიკოტზე უარი თქვა და სტუმრად მოიგო - „მერანმა“ კონკურენტი დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 23-ე ტურის შეხვედრებში მნიშვნელოვანი დაპირისპირებები გაიმართა, შედეგებმა კი სატურნირო ცხრილზე გავლენა მოახდინა.

სპაერი – მერანი მრ. 2:4

ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი ორი გუნდის დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა და მარტვილის „მერანის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მართალია, თბილისელები სიენდა მატენჯვამ (მე-11 წუთი) სწრაფი გოლით დააწინაურა, მაგრამ „მერანმა“ მასპინძლებს ოთხი გოლი გაუტანა. მატჩის გმირი შეიკნე სილა იყო, რომელმაც დუბლი (32, 38-პენ) შეასრულა, თითო გოლი კი დავით ლომთაძემ (22), და პაპუნა ფონიავამ (70) გაიტანეს. საბოლოო ანგარიში თბილისელებმა 79-ე წუთზე ცოტნე სამუშიას გოლით დააფიქსირეს. „მერანმა“ ამ მოგებით „სპაერს“ გადაასწრო და მეორე ადგილზე დაწინაურდა.

სამტრედია – შუქურა 0:1

წინასწარ დაანონსებული მატჩის ბოიკოტი არ შედგა. „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ გათამაშების ლიდერი ქობულეთის „შუქურა“ საბრძოლო შემადგენლობით გაემგზავრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. „სამტრედიას“ კარი 66-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა აიღო და გუნდს 3 ქულა მოუტანა, „სამტრედიას“კი ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შანსი შეუმცირდა.

ეროვნული ლიგა 2

1. შუქურა 19 41

2. მერანი მრ 19 34

3. სპაერი 19 32

4. მერანი თბ 19 30

5. სამტრედია 19 24

6. გარეჯი 19 20

7. რუსთავი 19 17

8. ვიტ ჯორჯია 19 12