ქობულეთის „შუქურა“ წარმატებულ სერიას აგრძელებს – გუნდმა დღეს მორიგი შეხვედარ მოიგო და ეროვნულ ლიგა 2-ში უდანაკარგოდ ლიდერობს.
მე-5 ტურის მეორე სათამაშო დღეს ქობულეთელებმა „ჩელე არენაზე“ თბილისის „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლეს და იოლად დაამარცხეს – 5:0. ანგარიში 24-ე წუთზე ქობულეთელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ჯეფერსონ ჯერალდომ გახსნა, 51-ე წუთზე კი მასპინძელთა უპირატესობა იმედა აშორტიამ გაზარდა.
59-ე წუთზე თბილისელთა ნახევარმცველი ნიკა ქორიძე მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს და სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამით „შუქურამ“ ისარგებლა და მეტოქის კარში კიდევ ოთხი გოლი გაიტანა. 69-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ დუბლი შეასრულა, 1-1 გოლი გაიტანეს გელა გოგიტიძემ (79), ბექა ვერულიძემ (80) და გიორგი კურმაშვილმა (90). „შუქურამ“ 6:0 მოიგო.
თბილისის „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ „ვიტ ჯორჯიამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ბოლო წუთებზე წაგებას გადაურჩა. 84-ე წუთზე, მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სერგო კუხიანიძემ ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.
„შუქურა“ 15 ქულით პირველ ადგილზეა და მეოერადგილოსან მარტვილის „მერანს“ ხუთი ქულით ასწრებს, ბოლო ადგილებზე კი 2-2 ქულით დუშეთის „არაგვი“ და ზუგდიდის „დინამო“ არიან. მე-5 ტურში სწორედ ამ გუნდების თამაშია დარჩენილი. ხვალ, 28 ივლისს, ზუგდიდელები „არაგვს“ განმუხურში უმასპინძლებენ.