შტორმი „ამელი“ საფრანგეთის შემდეგ, იტალიასა და ესპანეთს დაატყდა თავს, ესპანეთში დაღუპულია ერთი ადამიანი
შტორმი „ამელი“, რომელიც საფრანგეთს დაატყდა თავს, უკვე იტალიასა და ესპანეთშიც მძვინვარებს.
ესპანეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი ადამიანი. არიან დაშავებულები.
გადაუღებელი წვიმის შედეგად, იტალიაში, სანაპირო რეგიონ ლიგურიაში მდინარე ვარა ადიდდა, რის გამოც ათობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები მიეტოვებინა.
მძიმე მდგომარეობა სან პიეტროშიც, სადაც ათობით ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
საფრანგეთში კი შტორმის გამო 140 000 ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევს.