ვაშლიჯვარში სროლის შედეგად დაჭრილია ორი პირი, დაწყებულია გამოძიება

01:56, 05.07.2026

ვაშლიჯვარში, საცხოვრებელ უბანში სროლა იყო.

სროლის შედეგად დაჭრილია ორი პირი, რომლებიც გადაყვანილი არიან კლინიკაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი