შსს-ში ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე ბრიფინგი გაიმართება
შსს-ში ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე ბრიფინგი გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე, 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

შსს-ს ბრიფინგზე მომხდართან დაკავშირებით გასაჯაროვდება დამატებითი ინფორმაცია.

უწყების ცნობით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

დატოვე კომენტარი