შსს- ნიკა მელია დაკავებული არ არის
შსს- ნიკა მელია დაკავებული არ არის

ნიკანორ მელია დაკავებული არ არის, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ სამინისტროში 18:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

პარლამენტის წინ დაპირისპირება მოხდა. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დაკავებულია ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი  და რამდენიმე პირი.