შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, საკუთარი აზრი კანონმდებლობის შესაბამისად გამოხატონ, დაიცვან მართლწესრიგი და არ დაარღვიონ კანონის მოთხოვნები

18:11, 11.06.2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, საკუთარი აზრის გამოხატვა მოახდინონ კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვან მართლწესრიგი და არ დაარღვიონ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, – ამის შესახებ ბრიფინგზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

„იმ შემთხვევაში, თუ კანონსაწინააღმდეგოდ ადგილი ექნება გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას ან მოძრაობის შეზღუდვის მცდელობას პოლიცია მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – განაცხადა ჭელიძემ.

ამასთან, როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით სულ დაკავებულია 19 პირი.

მსგავსი