შსს - მივიღებთ ყველა ზომას, რათა მოხდეს მათი დასჯა, ვინც გიორგი ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში ემუქრება
შსს - მივიღებთ ყველა ზომას, რათა მოხდეს მათი დასჯა, ვინც გიორგი ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში ემუქრება

შსს-შ აცხადებენ, რომ მიიღებენ ყველა ზომას, რომ მოხდეს მათი დასჯა, ვინც პირველი არხის ჟურნალისტს გიორგი ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქე გიორგი ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი მეგობრის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვისთვის ემუქრებიან, რის საფუძველზეც, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მას უკვე დაუკავშირდა.

„გიორგი ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თავის მხრივ სამინისტრო მზადაა, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა იდენტიფიცირებული იქნას ყველა შესაძლო კანონდამრღვევი და მოხდეს მათი დასჯა”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ნარკოპოლიტიკაზე გამოთქმული მოსაზრებების გამო, პირველი არხის ჟურნალისტმა, გიორგი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას ემუქრებიან.

დატოვე კომენტარი