შსს-მ საქართველოს პირველი არხის სერვერზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20:32, 12.09.2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პირველი არხის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და იქ არსებული მონაცემების შეცვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 284 მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

„მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ უწყებაში.

საქართველოს პირველი არხის სერვერზე გარე ჩარევის შედეგად კიბერშეტევა დღეს განხორციელდაკიბერთავდასხმის შედეგად, მაუწყებლის ქსელში მოხდა ვირუსის გავრცელება, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.

მსგავსი