საქართველოს პირველი არხის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა
საქართველოს პირველი არხის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა

საქართველოს პირველი არხის სერვერზე გარე ჩარევის შედეგად განხორციელდა კიბერშეტევა.

კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში მოხდა ვირუსის გავრცელება, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.

ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა.

ფაქტის შესახებ საქართველოს პირველმა არხმა უკვე აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს.