შსს ხატია დეკანოიძეს, ბაჩუკი ქარდავას, გუბაზ სანიკიძესა და ირაკლი ღლონტს გამოკითხვაზე იბარებს
შსს ხატია დეკანოიძეს, ბაჩუკი ქარდავას, გუბაზ სანიკიძესა და ირაკლი ღლონტს გამოკითხვაზე იბარებს

ხატია დეკანოიძეს, ბაჩუკი ქარდავას, გუბაზ სანიკიძესა და ირაკლი ღლონტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვაზე იბარებს.

შსს-ს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამინისტროში გამოკითხვაზე ხვალ, 12 ივლისს არიან დაბარებული. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლების შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

დაკითხვაზე დაბარების ფაქტს ადასტურებენ გაერთიანებული ოპოზიციის პრესსამსახურში, თუმცა აცხადებენ, რომ ყველა მათგანი მოითხოვს დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე.