შსს-ს ინფორმაციით, ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან გაუვნებელყოფის ოპერაცია მიმდინარეობს
შსს-ს ინფორმაციით, ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან გაუვნებელყოფის ოპერაცია მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვარკეთილში, სადაც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მამაკაცია ჩაკეტილი და უმისამართოდ ისვრის, გაუვნებელყოფის ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეზობლების ინფორმაციით კი, მამაკაცს ოჯახის წევრებთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც უმისამართოდ დაიწყო სროლა.

ასევე, მეზობლების თქმით, მამაკაცის მეუღლე და შვილები უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან და მამაკაცი ბინაში მარტოა.