ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული
ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე გაუვნებელყოფის ოპერაცია მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.